FAQ
ხშირად დასმული კითხვები
-
როგორი პირობები გაქვთ ბინის ყიდვის თქვენს კომპანიაში?
1. 100% გადახდის შემთხვევაში – ბინის ღირებულების მთლიანი თანხა შემოგაქვთ კონტრაქტის ხელის მოწერის დღიდან 14- დღის ვადაში.2. შიდა უპროცენტო განვადების შემთხვევაში: პირველადი შემოსატანი ბინის მთლიანი ღირებულების 30% -ია დარჩენილი თანხა გადაგინაწილდებათ იმდენ თვეზე,რამდენიც ბინის მშენებლობისთვის არის მითითებული. -
როგორ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია GBG-ის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით?
ინფორმაცია ფასების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.mygbg.ge• სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ნომერზე: (+995) 32 224-11-33• ესტუმრეთ GBG-ის გაყიდვების ოფისს და მიიღეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროექტის შესახებ: ქ. თბილისი ჭავჭავაძის გამზ. #34 ( პიქსელის ბიზნეს ცენტრი) მე 4 სართული. -
რა შემთხვევაში ხდება ბინის სრული ღირებულების შემცირება?
ერთიანი გადახდის შემთხვევაში სამშენებლო კომპანია GBG გთავაზობს 11% ფასდაკლებას. -
რა მდგომარეობაში ბარდება ბინა?
ბინა ბარდება სრული თეთრი კარკასით - იგულისხმება შენობა, რომელშიც იატაკი მოჭიმულია, ფანჯრები, რკინის შესასვლელი კარი, შიდა ტიხრები თქვენი პროექტისამებრ ამოყვანილი და შელესილი. წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში შეყვანილი, ცენტრალური გათბობის მილები,- სატელეფონო ხაზები, საკაბელო ტელევიზიით და ინტერნეტით. -
როგორ ხდება GBG-ის მშენებარე სახლში ბინის შეძენა?
1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა.3. საკუთრების დადასტურება საჯარორეესტრში. -
იმ შემთხვევაში თუ ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, შემიძლია ბინის შეძენა?
საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს შეიძინოს უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიაზე. -
მაინტერესებს რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი GBG-ის საცხოვრებელი კორპუსები?
GBG-ის საცხოვრებელი კორპუსები გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე.
-
ეყოლება თუ არა დაცვა GBG -ის საცხოვრებელ კორპუსებს?
მშენებლობის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, სამშენებლო კომპანია GBG უზრუნველყოფს საცხოვრებელი კორპუსების დაცვას, შემდეგ კი მაცხოვრებლები თავად მიიღებენ დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას.
-
GBG-ის მიერ აშენებულ საცხოვრებე კორპუსში, ბინის შეძენისას ვიხდი თუ არა დამატებით საფასურს დენის, გაზის და წყლის მრიცხველებში?
არ იხდით.
-
რა ტიპის ბეტონით იქნება აგებული GBG-საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტი?
GBG-საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტი აგებულია ბ25 მარკის ბეტონით.
-
შემიძლია თუ არა მშენებლობის პროცესის ხილვა?
24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მშენებლობას ონლაინ რეჟიმში, ჩვენს ვებ-გვერდზე www.mygbg.ge
-
იქნება თუ არა გაყიდვაში GBG -საცხოვრებელ კორპუსებში კომერციული ფართები?
კომპანია GBG_ის ყველა სამშენებლო პროექტში გათვალისწინებულია კომერციული ფართების გაყიდვა.